
როგორ მუშაობს VADA
შეიყვანე შენი ვადები
დაამატე სახელი, თარიღი, კატეგორია და შეხსენების დრო. ვადებს ხელით უთითებ — სერვისი არ ადგენს ოფიციალურ საგადასახადო ან სამართლებრივ თარიღებს.
ელფოსტა თბილისის დროით
შეხსენება იგეგმება არჩეული დღის 09:00-ზე. დაგვიანებული დამუშავებისას შეიძლება მოვიდეს მოგვიანებით, ვადის დღის დასრულებამდე. დღეს დამატებული, უკვე დამდგარი შეხსენება მომდევნო დამუშავებისას გაიგზავნება. გადაცილებულ ვადებზე ახალი წერილი არ იქმნება.
გამეორებადი ვადები
შესრულების მონიშვნა ისტორიაში ინახავს მიმდინარე ვადას და ქმნის შემდეგ მომავალ თარიღს. თვის ბოლო რიცხვი მოკლე თვეში იკვეცება, შემდეგ კი პირვანდელ რიცხვს უბრუნდება. გამოტოვებული პერიოდები ცალკე დავალებებად არ იქმნება.
უფასო და Plus
უფასოდ ხელმისაწვდომია 3 აქტიური ვადა. შესრულებული ერთჯერადი ვადა ადგილს ათავისუფლებს; გამეორებადი აქტიური რჩება. ფასიანი პაკეტები მოიცავს 100, 200 ან 500 აქტიურ ვადას. ფასი დამოკიდებულია არხზე: ელფოსტა, SMS ან ორივე. ყველა ფასის ნახვა. გადახდები და SMS გაგზავნა ჯერ გამორთულია.
შეხსენების არხის არჩევა
პარამეტრებში აირჩიე სასურველი მოცულობა და არხი. არჩევანის შენახვა არ ააქტიურებს პაკეტს. უფასო გეგმაში მოქმედებს ელფოსტა და 3 აქტიური ვადა ყველა სიაზე ჯამურად. SMS-ს სჭირდება პროვაიდერის დაკავშირება, შენი თანხმობა და ნომრის დადასტურება.
შეხსენების სტატუსები
„რიგშია“ — ელოდება გაგზავნას. „გაგზავნილია“ — პროვაიდერმა მიიღო. „მიწოდებულია“ — მიმღების სერვერმა მიიღო. „საჭიროა შემოწმება“ — ხელახლა გაგზავნა შეჩერებულია შესაძლო დუბლირების თავიდან ასაცილებლად. უკვე გაგზავნის პროცესში მყოფი წერილის გაუქმება გარანტირებული არ არის.
სცადე დემო